სისხლის სამართლის კოდექსი

Sticked
Locked
76 views
ჯორჯიის შტატის
სისხლის სამართლის კოდექსი
1 წლით თავისუფლების აღკვეთა = (( 10 წუთს ))
დანაშაულის ცნება და დანაშაულის მცდელობა
1.1 დანაშაული განიმარტება, როგორც საზოგადოებისათვის საშიში ქმედება (უკანონო, მიზანმიმართული, ნებაყოფლობით, ქმედებით ან უმოქმედობით, რომელმაც დაარღვია ან შექმნა სისხლის სამართლის კანონით დაცული საზოგადოებასთან ურთიერთობის დარღვევის რეალური საფრთხე), რომელიც ამ კოდექსით არის აკრძალული.
1.2 მოქმედება (უმოქმედობა) არ წარმოადგენს დანაშაულს, თუნდაც ფორმალურად შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს, მაგრამ მაშინ როდესაც მისი უმნიშვნელობის გამო იგი არ წარმოადგენს საზოგადოებრივ საფრთხეს.
1.3 დანაშაულების მთლიანობა არის ორი ან მეტი დანაშაულის ჩადენა. პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იღებს თითოეულ დანაშაულზე, რომელიც ჩაიდინა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლის ან ნაწილის შესაბამისად.
1.4 დანაშაულის ჩადენის მცდელობა არის პირის მიზანმიმართული მოქმედება, რომელიც უშუალოდ მიზნად ისახავს დანაშაულის ჩადენას, თუმცა დანაშაული არ დასრულებულა ამ პირის კონტროლის მიღმა არსებული გარემოებების გამო.
თანამონაწილეობა დანაშაულში
2.1 თანამონაწილეობა დანაშაულში არის ორი ან მეტი პირის განზრახ ერთობლივი მონაწილეობა დანაშაულის ჩადენაში.
2.2 შემსრულებელთან ერთად, ორგანიზატორი, წამქეზებელი და თანამზრახველი აღიარებულია როგორც დანაშაულში თანამონაწილე.
შემსრულებელი - პირი, რომელმაც უშუალოდ ჩაიდინა დანაშაული, ან ვინც უშუალოდ მონაწილეობდა მის ჩადენაში სხვა პირებთან ერთად (თანა-შემსრულებლები)
ორგანიზატორი - ორგანიზატორი არის ის პირი, ვის მიერაც ორგანიზებულ იქნა დანაშაულის ჩადენა ან ხელმძღვანელობდა მის აღსრულებას;
წამქეზებელი - არის ადამიანი, რომელიც დაარწმუნებს სხვა პირს დანაშაულის ჩადენაში, დევნის, მოქრთამვის, მუქარის ან სხვა გზით.
თანამზრახველი - პერსონა რომელიც უწევს დანაშაულის ჩადენაში დახმარებას კრიმინალებს რჩევებით, ინფორმაციის მიწოდებით, ხელსაწყოებით ან სამხილების განადგურებით.
2.3 დანაშაულში პარტნიორები, მიუხედავად თანამონაწილეობის ტიპისა, ერთნაირად არიან პასუხისმგებელნი კანონის მიმართ.
2.4 დანაშაული აღიარებულია, როგორც პირთა ჯგუფის მიერ ჩადენილი თუ ორი ან მეტი დამნაშავე მონაწილეობდა ერთად.
2.5 პირთა ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაულის ჩადენა გულისხმობს უფრო მკაცრ სასჯელს.
შემამცირებელი და გამომრიცხავი გარემოებები.
3.1 არ ითვლება დანაშაულად,თავდამსხმელზე ზიანის მიყენება აუცილებელი თავდაცვითი მოქმედების დროს. როდესაც ხორციელდება ისეთი ტიპის ძალადობა რაც  საფრთხეს უქმნის თავდამცველის ან სხვა პიროვნების სიცოცხლესა და უფლებებს.
3.2 ზიანის მიყენება აუცილებელ თავდაცვითი მოქმედებისას არ უნდა სცდებოდეს  საზღვრებს. ( ისეთი თავდაცვითი მოქმედების ჩადენა რაც იმაზე უფრო მძიმე და სავალალოა ვიდრე საფრთხე რომელიც თავდამცველს ემუქრებოდა. )
3.3 არ ითვლება დანაშაულად  ინდივიდის  დაკავება ძალისმიერი მეთოდებით როდესაც სხვანაირად ვერ ხერხდება მისი გაუნებელყოფა. ( გამოყენებული ძალისმიერი მეთოდები უნდა იყოს დამნაშავისგან დაუმორჩილებლობის ტიპის პროპროციული)
3.4 არ ითვლება დანაშაულად ზიანის მიყენება გარდაუვალი თავდაცვითი ქმედების შემთხვევაში,ანუ იმ საფრთხის გასაუნებელყოფად რომელიც ემუქრება პირს ან სხვა პირების სიცოცხლესა და უფლებებს და ვერ ხერხდება სხვა გზებით ამ საფრთხის  თავიდან აცილება. რა თქმა უნდა გამოყენებული თავდაცვითი მეთოდი არ უნდა აღემატებოდეს იმ საფრთხეს რომელიც პირს ან პირებს ემუქრებათ.
3.5 არ ითვლება დანაშაულად ზიანის მიყენება საფუძვლიანი რისკის არსებობისას, საზოგადოებისთვის სასარგებლო მიზნის მისაღწევად, თუ ამ მიზნის მღწევა სხვა ხერხებით შეუძლებელი იყო.
3.6 არ ითვლება დანაშაულად ზიანის მიყენება მაშინ როდესაც ოფიციალური პირი ასრულებს გარკვეული ტიპის დავალებას ან მითითებას და სხვა მეთოდებით ვერ ხდება მიცემული დავალების შესრულება. ამგვარი ზიანის მიყენებისას გამოკვეთილი დარღვევების შემთხვევაში სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება პირს რომელმაც შეასრულა დავალება და ასევე პირს რომელმაც  გასცა არაკანონიერი ბრძანება.
სასჯელის დანიშვნა, სამართლებრივი პასუისმგებლობიდან და სასჯელისგან განთავისუფლება
4.1 პირი რომელიც აღიარებულ იქნა დამნაშავედ,სამართლიანი სასჯელი ენიშნება დანაშაულის მუხლისა და არსებული კოდექსის გათვალისწინებით.
4.2 სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს დანაშაულის სიმძიმე და ტიპი ასევე დამნაშავის ვინაობა. გათვალისწინებულ უნდა იქნეს გარემოება როგორც დანაშაულის დამამძიმებელი ასევე შემამსუბუქებელი.
4.3 შემამსუბუქებელ გარემოებად ითვლება :
დანაშაულის ჩამდენის ფისიქკური ან ფიზიკური მდგომარეობა, ასევე მატერიალური,სამსახურეობრივი და სხვა ტიპის დამოკიდებულებანი.
დაზარალებურის არასამართლებრივი ან ამორალური ქმედება რამაც მოახდინა დანაშაულის პროვოცირება.
დანაშაულის აღიარება და აქტიური თანამშრომლობა გამოძიებასთან, სხვა თანამონაწილეთა დაკავების მიზნით ან საჭირო ინფორმაციის მიწოდებით.
სამედიცინო დახმარების აღმოჩენა დაზარალებულისთვის დანაშაულის ჩადენის შემდეგ,მორალური ან მატერიალური ზიანის ანაზღაურება და ყველა ის ქმედება რაც გულრწფელი სინანულით იქნება განპირობებული.
4.4 დამამძიმებელ გარემოებად ითვლება :
ჯგუფური დანაშაულის ჩადენა.
დანაშაულის ჩადენა: პოლიტიკური,იდეოლოგიური,რასობრივი,ნაციონალური ან რელიგიური სიძულვილის ფონზე. ასევე სიძულვილი გარკვეული სახის სოციალური ჯგუფის მიმართ.
შურისძიების მიზნით ზიანის მიყენებაა პიროვნებაზე რომლის მიერ იქნა გატარებული  სამართლებრივი ღონისძიებები თქვენს მიმართ, დანაშაულის დამალვის ან დანაშაულის ჩადენის გასამარტიველბად ჩატარებული რიგი ღონისძიებები.
ზიანის მიყენება პირზე ან მის ახლობლებზე, მის მიერ გატარებული საზოგადოებრივი ან სამართლებრივი ღონისძიებების გამო.
განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაული. სადიზმი,წამება და სხვა.
დანაშაულის ჩადენა იმ ნდობის გამოყენებით რომელიც მას გააჩნია საკუთარი სამსახურეობრივი სტატუსით ან გარკვეული სახის ხელშეკრულებებით.
დანაშაულის ჩადენა სახელმწიფო სტრუქტურების მიერ გამოყენებადი ჩაცმულობითა და ატრიბუტიკით.
4.5 პირის მიერ დაკავებააში გატარებული დრო სასამართლო პროცესამდე,გათვალისწინებულ იქნება ვერდიქტის გამოტანისას.
4.6 ჯარიმები რომლებიც  კონტროლირდება კოდექსის გარკვეული სტატიებით, გამოიყენება მხოლოდ სასამართლო წესით.
4.7 სასამართლო პროცესის შემდეგ შესაძლოა დაინიშნოს შემდეგი სახის სასჯელი: სასამართლო ჯარიმა, შეზღუდვა გარკვეული სახის თანამდებობებზე და საქმინობაზე,გათავისუფლება სახელმწიფო ან სამხედრო სტრუქტურებიდან რასაც თან ერთვის ყვლეა პრივილეგიის ცოდნისა და დამსახურების მოხსნა პიროვნებაზე,გარკვეული დროით თავისუფლების აღკვეთა,სამუდამო პატიმრობა.
სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გაათავისუფლება
5.1 პირმა რომელმაც პირველად ჩაიდინა დანაშაული რომელიც გათვალისწინებულია ამ მუხლებით:  6.1, 6.2, 6.3, 7.2, 7.3, 7.4, 9.1, 9.4, 10.1, 10.2, 10.5, 10.6. შეიძლება იქნეს გათავისუფლებული სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თუ ის გაურიგდა დაზარალებულს და აანაზღაურა მიყენებული ზარალი.
5.2 პირმა რომელმაც ჩაიდინა დანაშაული რომელიც გათვალისწინებულია ამ მუხლებით: 6.1, 6.2, 6.3, 9.1, 10.2, 10.5, 10.6, 11.1, 12.5, 13.1, 15.1, 15.2, 15.6, 16.3, 16.6, 16.10. თავისუფლდება სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან მას შემდეგ რაც ის გადაიხდის სასამართლოს მიერ დაწესებულ ჯარიმას იმ შემთხვევაში თუ მან დაზარალებულისათვის მიღებული მეთოდებით მოახდინა ზარალის ან ზიანის ანაზღაურება.
5.3 პირი თავისუფლდება სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თუ დანაშაულის ჩადენიდან გავიდა 20 წელი(20 დღე)
5.4 პირებმა რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული რომელიც გათვალისწინებულია ამ მუხლებით: 12 და 14, 6.5, 8.2, 17.1, მათ მიმართ არ მოქმედებს  ხანდაზმულობის ვადა.
5.5 სახელმწიფო სამსახურში ყოფნის აკრძალვები:
სტატიები რომლებიც მონიშნულია '*' (ით) გულისხმობს სახემლწიფო სამსახურში ყოფნის აკრძალვას 7 წლით (7 დღით)
სტატიები აღნიშნული მზგავსი სიმბოლიკით '**' გულისხმობს სახელმწიფო სამსახურში ყოფნის აკრძალვას 21 წლით ( 21 დღით)
სტატიები აღნიშნული მზგავსი სიმბოლიკით '***' გულისხმობს სახელმწიფო სამსახურში ყოფნის აკრძალვას სამუდამოდ.
5.6 საქმე რომელიც გათვალისწინებულია ამ მუხლებით: 6.3, 6.4, 6.6, 6.7, 7.1, 8.1, 8.2, 8.3, 9.1, 10.6, 10.9, 11.4, 12.1, 12.2, 12.3, 12.5, 12.9, 12.10.1, 13.2, 13.2.1, 13.3, 14.1, 14.2, 14.3, 15.1, 15.2, 15.4, 15.5, 16.1, 16.2, 16.5, 16.6, 16.7, 16.8, 16.9, 16.10, 16.11, 16.12, 16.13, 16.14, 17.1, 17.4, 17.5, 18.1, 18.2, 18.3, 18.4, 18.5, 18.6, 18.7, 18.8. გადაეცემა სასამართლოს განსახილველად.
5.7 პირი რომელმაც ჩაიდინა დანაშაული რომელიც გათვალისწინებულია ამ მუხლებით: 8.2, 12.1, 12.2, 12.3, 12.5, 12.9, 12.10, 12.10.1, 14.2, 14.3, 15.1, 15.4, 15.5, 16.1, 16.2, 16.3, 16.4, 16.5, 16.6, 16.7, 16.8, 16.9, 16.10, 16.11, 16.12, 16.13, 16.14, 17.1, 17.4, 17.5, 18.1, 18.2, 18.3, 18.4, 18.5, 18.6, 18.7, 18.8. არ იქნება გათავისუფლებული საპატიმროდან ვადაზე ადრე გირაოს სანაცვლოდ.
 
დანაშაული სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ.
6.1 (რეგიონალური) სხეულის მსუბუქი დაზიანება ((5-20% HP)) - 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
6.2 (რეგიონალური) სხეულის საშუალო დაზიანება ((20-50% HP)) - 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
6.3 * (რეგიონალური) სხეულის მძიმე დაზიანება ((50-70% HP)) - 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
6.4 * (რეგიონალური) სხეულის განძრახ მძიმე დაზიანება ((70-100% HP)) - 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
6.5 ** (ფედერალური / რეგიონალური) მკვლელობა - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
6.6 *** (ფედერალური) მკვლელობა დამამძიმებელი გარემოებებით - 10 წელი თავისუფლების აღკვეთა.
6.7 (რეგიონალური) ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მიყენება დაუდევრობით - 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
დანაშაული თავისუფლების, პატივისა და ღირსების წინააღმდეგ
7.1 *** (ფედერალური) ადამიანის გატაცება - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
7.2 (რეგიონალური) ცილისწამება, განზრახ მცდარი ინფორმაციის გავრცელება, სხვისი პატივისა და ღირსების შელახვის მიზნით - 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
7.3 * (რეგიონალური) ცილისწამება მასმედიის გამოყენებით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
7.4 * (რეგიონალური) ცილისწამება დანაშაულის ჩადენის შესახებ - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
7.5 * (რეგიონალური) მედიის წარმომადგენელის მხრიდან პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების გავრცელება - 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
სექსუალური ხასიათის დანაშაული
8.1 ** (რეგიონალური) გაუპატიურება - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
8.2 ** (ფედერალური) გაუპატიურება რომელმაც გამოიწვია მძიმე ზიანი ან სიკვდილი - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
8.3 (რეგიონალური) სქესობრივი აქტის იძულება - 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
ადამიანის და მოქალაქის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული.
9.1 (ფედერალური) პირის პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის უკანონო შეგროვება ან გავრცელება, რომელიც წარმოადგენს მის პირად ან ოჯახურ საიდუმლოებას, მისი თანხმობის გარეშე, ან ამ ინფორმაციის გავრცელებას საჯარო გამოსვლაში, საზოგადოებრივ საქმიანობისას ან მედიაში, მათ შორის, მისი სამსახუროებრივი მდგომარეობის გამოყენებით - 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
9.2 (რეგიონალური) კერძო საკუთრებაში შეღწევა ჩადენილი მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ. - 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
9.3 * (ფედერალური) საარჩევნო უფლებების აღსრულებაში ხელის შეშლა. - 6 წლამდე თავისუფლების აღკვთა.
9.3.1 ** (რეგიონალური) საარჩევნო მიზნით, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის (მათ შორის, ფინანსური ინსტრუმენტის), სხვა ქონების, ქონებრივი უფლების, მომსახურების ან სხვა რაიმე უპირატესობის შეთავაზება, დაპირება, გადაცემა ან გაწევა, ან წინასწარი შეცნობით ასეთის მიღება, ანდა კანონით დადგენილი შეზღუდვებისათვის თავის არიდების მიზნით მოჩვენებითი, თვალთმაქცური ან სხვა გარიგების დადება - 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან/და 200.000$ ჯარიმა.
9.3.2 ** (რეგიონალური) წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩევლის განზრახ შეცდომაში შეყვანა - ჯარიმა 50.000$-დან 100.000$-მდე.
9.3.3 ** (რეგიონალური) წინასაარჩევნო პერიოდში ოფიციალურად დაურეგისტრირებელი პირის მიერ თვითნებურად საარჩევნო კანდიდატად თავის დასახელება. - ჯარიმა 50.000$-დან 200.000$-მდე.
9.3.4 ** (რეგიონალური) ამა თუ იმ კანდიდატის სასარგებლო აგიტირების იძულება მოსყიდვით,შანტაჟით ან მუქარით. -  6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან/და ჯარიმა ჯარიმა 50.000$-დან 100.000$-მდე.
9.3.5 ** (რეგიონალური) პოლიტიკური კანდიდატის სასარგებლო აგიტაცია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას. კერძოდ: პოლიციის დეპარტამენტის შენობაში, სამთავრობო ადმინისტრაციის შენობში, საარჩევნო უბანზე, ჰოსპიტალში და სხვა სახელწმიფო მნიშვნელობის ობიექტებზე - 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
9.4 (რეგიონალური) ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლა, მათი გავრცელების ან ინფორმაციის გავრცელებაზე უარის თქმის იძულებით. - 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
9.5 (რეგიონალური) ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლა ნებისმიერი ლეგალური გზით ინფორმაციის მოძიების, მიღების, გადაცემის, წარმოებისა და გავრცელების უფლების უკანონოდ შეზღუდვა. - 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ
10.1 ქურდობა 500 აშშ დოლარამდე - ჯარიმა 500 დოლარამდე და ზიანის ანაზღაურება ან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
10.2 ქურდობა 1000 აშშ დოლარამდე - ჯარიმა 1000 დოლარამდე და ზიანის ანაზღაურება ან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
10.3 * ქურდობა 10 000 აშშ დოლარამდე - ჯარიმა 2000 დოლარამდე და ზიანის ანაზღაურება ან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
10.4 * (რეგიონალური / ფინანსური) თაღლითობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება და/ან ქონებრივი უფლებების მიღება მოტყუებით. - ჯარიმა 2000 დოლარამდე და ზიანის ანაზღაურება ან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
10.5 ** (რეგიონალური) ყაჩაღობა, ანუ სხვისი საკუთრების ქურდობა. - 6 წლით თავისუფლების აღკვთა.
10.6 ** (ფედერალური / რეგიონალური) ძარცვა, ანუ სხვისი ქონების ქურდობა სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენებით, ან ასეთი ძალადობის მუქარით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
10.7 (რეგიონალური) ავტომანქანის ან სხვა სატრანსპორტო საშუალების უკანონო მისაკუთრება ქურდობის გარეშე - 6 წლამდე თავისუფლების აღკვთა. 
10.8 (რეგიონალური) სხვისი ქონების განზრახ განადგურება ან დაზიანება - ზიანის ანაზღაურება ან/და 6 წლამდე თავისუფლების აღკვთა.
10.9 ** (ფედერალური ) განზრახ განადგურება ან დაზიანება სხვისი ქონების, ჩადენილი ხულიგნური მოტივებით, ცეცხლსასროლი იარაღით, აფეთქებით, ან რაიმე სხვა ზოგადად საშიში გზით. - 8 წლით თავისუფლების აღკვთა.

დანაშაულები ეკონომიკური საქმიანობის სფეროში.
11.1 * (ფინანსური) მეწარმეობა რეგისტრაციის გარეშე.  4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
11.2 * (ფინანსური) იძულება დადოს გარიგება, ან უარი თქვას მასზე საკუთრების განადგურების ან დაზიანების საფრთხის ქვეშ. 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
11.3 * (რეგიონალური) საზოგადოებრივ ადგილებში აზარტული თამაშების ორგანიზება და მონაწილეობა. - 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
11.4 * (ფინანსური) ფულადი სახსრების ან ქონების დაფარვა, რომლის ხარჯზე უნდა შეგროვდეს გადასახადები - 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
11.5 * (ფინანსური) ბრაკონიერობა. თევზაობა ღია წყლებში შესაბამისი ლიცენზიის გარეშე და / ან თევზის დაჭერა პასუხისმგებელი ორგანოების მიერ დადგენილ ნორმებზე მეტი. ისჯება ჯარიმით 1,500 აშშ დოლარით.
დანაშაულები საზოგადოებრივი უსაფრთხოების წინააღმდეგ.
12.1 *** (ფედერალური) ტერორიზმი, აფეთქება, ხანძარი, სხვა სახიფათო აქტები საზოგადოების წინააღმდეგ რომელიც ქმნის სიკვდილის რისკს, წარმოსაჩენ ქონების დაზიანებას ან იწვევს სხვა სერიოზულ შედეგებს, ხელისუფლების ან საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის დესტაბილიზაციის მიზნით ან გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენის მოხდენის მიზნით, აგრეთვე საფრთხის შექმნა ხელისუფლების მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენის მოხდენის მიზნით. – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
12.2 *** (ფედერალური) ტერორიზმში პიროვნების ჩართვა ან სხვაგვარად მონაწილეობა, ისევე როგორც ტერორიზმის დაფინანსება. - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
12.3 *** (ფედერალური) პირის მძევლად აყვანა ან დაკავება, რომელიც ჩადენილია იმისათვის, რომ აიძულოს სახელმწიფო, ორგანიზაცია ან მოქალაქე ჩაიდინოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს ნებისმიერი ქმედების განხორციელებისგან, მძევლის განთავისუფლებისთვის. – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
12.4 (რეგიონალური)  ცრუ ინფორმაციის მიწოდება სამართალდამცავებისთვის აფეთქების, ცეცხლის, ან სხვა სახიფათო ქმედებების შესახებ რაც წარმოქმნის საფრთხეს სიცოცხლისთვის, იწვევს ქონების დაზიანებას ან სხვა სოციალურად საშიში შედეგებს. – 2 წლამდე.
12.5 ** (ფედერალური) მასობრივი არეულობების ორგანიზება, აგრეთვე მათში მონაწილეობა რასაც თან ახლავს ძალადობა, ცეცხლსასროლი იარაღი, ქონების განადგურება, იარაღის, ასაფეთქებელი მოწყობილობების, ასაფეთქებელი, შხამიანი ან სხვა ნივთიერებების და საგნების გამოყენება, რაც საფრთხეს უქმნის სხვებს, აგრეთვე მთავრობის წარმომადგენლის შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევა, აგრეთვე პიროვნების მომზადება ამგვარი არეულობების ორგანიზების ან მონაწილეობის მისაღებად. - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
12.6 * (რეგიონალური) ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, დაწესებულებებში, ორგანიზაციებში ქცევის წესების დარღვევა  - 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
12.7 * (ფედერალური / რეგიონალური) დაცულ ტერიტორიაზე უკანონო შეღწევა - 6 წლამდე თავისუფლების შეზღუდვა.
12.8 (ფედერალური / რეგიონალური) ნებისმიერი სახის იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან ტრანსპორტირება - 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა
12.8.1 (ფედერალური / რეგიონალური) პირი, რომელიც ნებაყოფლობით ჩააბარებს ამ მუხლში მითითებულ ნივთებს, თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ მის ქმედებებში არ შედის სხვაგვარი დანაშაული. (ჩაბარება ხორციელდება მხოლოდ პოლიციის დეპარტამენტის კედლებში).
12.9 ** (ფედერალური) ასაფეთქებელი ნივთიერებების ან ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო შეძენა, გადაცემა, რეალიზაცია, შენახვა, ტრანსპორტირება, წარმოება ან ტარება. – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
12.10 ** (ფედერალური) ცეცხლსასროლი იარაღის, მათი კომპონენტის ნაწილების, საბრძოლო მასალის, ასაფეთქებელი ნივთიერებების ან ასაფეთქებელი მოწყობილობების ქურდობა. - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
12.10.1 *** (ფედერალური) სამართალდამცავი პირების მიერ ჩადენილი ქურდობა, ცეცხლსასროლი იარაღის, მასში შემავალი კომპონენტების, საბრძოლო მასალების, ასაფეთქებელი ნივთიერებების ან ასაფეთქებელი მოწყობილობების, რომლებიც ჩამორთმეულია სამსახურეობრივი საქმიანობის დროს და (ან) წარმოადგენს მტკიცებულებას (მატერიალური მტიკცებულებები) ან ექვემდებარება განადგურებას. – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა..
12.11 * (რეგიონალური) შეკრების, მიტინგების, მსვლელობის ან პიკეტის ორგანიზება ან ჩატარება დადგენილი პროცედურის დარღვევით. – 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
დანაშაულები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი მორალის წინააღმდეგ.
13.1 * (ფედერალური / რეგიონალური) ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა, ტრანსპორტირება, წარმოება, 3 გრამზე მეტი - 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
13.2 ** (ფედერალური) ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა, ტრანსპორტირება, წარმოება, 10 გრამზე მეტი - 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
13.2.1 *** (ფედერალური) ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა, ტრანსპორტირება, წარმოება, 35 გრამზე მეტი - 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
13.3 (რეგიონალური) პროსტიტუციის ორგანიზება, აგრეთვე პროსტიტუცაში მონაწილეობა ან იძულება პროსტიტუცაში მონაწილეობის - 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
13.4 (რეგიონალური) მიუღებელი ქცევა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში – 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
13.5 (რეგიონალური) სამოქალაქო პირების მიერ სახელმწიფო ტყვიაგაუმტარი ჟილეტების გამოყენება, რომელსაც აქვს აშკარა ნიშნები რომ არის სახელმწიფო წარმოების - 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
13.6 (რეგიონალური)საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ნებისმიერი საგნის ან ნაჭრის სახეზე გაკეთება (ნიღაბი) სპეციალური ნებართვის გარეშე, ისჯება და ითვალისწინებს - 2 წლით თავისუფლების აღკვეთას.
დანაშაულები საკონსტიტუციო სისტემის საფუძვლებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების შესახებ.
14.1 *** (ფედერალური) სახელმწიფო ან საზოგადო მოღვაწის სიცოცხლის ხელყოფა რომელიც ჩადენილია მისი სახელმწიფო ან სხვა პოლიტიკური საქმიანობის შეწყვეტის ან ამგვარი საქმიანობის გამო შურისძიებისათვის - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
14.2 *** (ფედერალური) მოქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს ძალაუფლების ძალადობრივ ჩამორთმევას ან ძალაუფლების იძულებით შენარჩუნებას, აგრეთვე შეიარაღებულ აჯანყებას, ჯორჯიის შტატის კონსტიტუციის დარღვევით, რომელიც ასევე მიზნად ისახავდა ჯორჯიის შტატის კონსტიტუციური სისტემის იძულებით შეცვლას. - 10 წლიანი თავისუფლების აღკვეთა ან სასამართლოს გადაწყვეტილებით - სამუდამო პატიმრობა.
14.3 *** (ფედერალური) იმ ინფორმაციის გამჟღავნება, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
14.4 *** (ფედერალური) პირის მიერ ინფორმაციის გამჟღავნება რომელიც განდობილია მისთვის ფედეალურ ბიუროში მუშაობის პერიოდში. - 30 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სამოხელეო დანაშაული
15.1 ** (ფედერალური) უფლებამოსილების გადაჭარბება, ანუ თანამდებობის პირის მიერ ისეთი მოქმედებების შესრულება, რომლებიც აშკარად სცილდება მის უფლებამოსილებას და იწვევს მოქალაქეთა ან ორგანიზაციების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების არსებით დარღვევას. - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
15.2 * (ფედერალური) სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლის მიზანმიმართული შეუსრულებლობა უფროსის მიერ დადგენილი წესით მიცემული დავალების რომელიც კანონს არ ეწინააღმდეგება, რაც ზიანს აყენებს მოქალაქეთა ან ორგანიზაციების უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს. – 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
15.3 * (ფედერალური / რეგიონალური) თანამდებობის პირის უფლებამოსილების უნებართვო მითვისება . – 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
15.4 ** (ფედერალური / რეგიონალური)  მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ პირდაპირ ან არაპირდაპირ, ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის ან სხვა რაიმე არამართლზომიერი უპირატესობის მიღება ან მოთხოვნა, ასევე ასეთის თაობაზე შეთავაზების ან დაპირების მიღება თავის ან სხვა პირის სასარგებლოდ, რათა ამ მოხელემ ან მასთან გათანაბრებულმა პირმა თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის ან სხვა პირის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების, აგრეთვე განახორციელოს სამსახურებრივი მფარველობა. – 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
15.5 * (ფედერალური / რეგიონალური) მოხელისათვის ან მასთან გათანაბრებული პირისათვის პირდაპირ ან არაპირდაპირ, მის ან სხვა პირის სასარგებლოდ ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის ან სხვა რაიმე არამართლზომიერი უპირატესობის დაპირება, შეთავაზება ან მინიჭება. – 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
15.6 ** (ფედერალური / რეგიონალური) დაუდევრობა, ანუ თანამდებობის პირის მიერ მისი მოვალეობების შეუსრულებლობა ან არასათანადოდ შესრულება უსამართლოდ ან უყურადღებო დამოკიდებულების გამო - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სამართლიანობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები
16.1 ** (ფედერალური) ინტერვენცია ნებისმიერი ფორმით სასამართლოს საქმიანობაში, გამოძიების, მოქალაქეების უფლებების შეზღუდვა, მართლმსაჯულების განხორციელების თავიდან ასაცილებლად - 6 წლიანი თავისუფლების აღკვეთა.
16.2 *** (ფედერალური) საფრთხის შექმნა, ისევე როგორც მუქარა მოსამართლის მიმართ, ან იუსტიციის ადმინისტრაციაში ჩართულ სხვა პირთან მიმართებაში, პროკურორთან, ადვოკატთან, ექსპერტთან, სპეციალისტთან, აღმასრულებელთან, ასევე მათ. ახლობლებთან სასამართლოში საქმეების განხილვასთან დაკავშირებით, ჩადენილი ამ პირთა კანონიერი საქმიანობის თავიდან ასაცილებლად ან ამგვარი საქმიანობისთვის შურისძიებისთვის - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
16.3 (რეგიონალური) სასამართლოსადმი უპატივცემულობა, რომელიც გამოიხატება სასამართლო პროცესზე მონაწილეთა შეურაცხყოფაში. – 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
16.4 ** (ფედერალური) სისხლისსამართლებრივი ან ადმინისტრაციული დევნა ცნობიერად უდანაშაულო პირისადმი. - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
16.5 ** (ფედერალური) აშკარად უკანონო დაკავება ან დაპატიმრება - 6 წლიანი თავისუფლების აღკვეთა.
16.6 * (ფედერალური) სამოქალაქო ან ადმინისტრაციულ საქმეში მტკიცებულების გაყალბება საქმეში მონაწილე პირის ან მისი წარმომადგენლის მიერ - 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
16.7 *** (ფედერალური) გამომძიებლის, პროკურორის ან ადვოკატის მიერ სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულების გაყალბება - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
16.8 *** (ფედერალური) მოსამართლის მიერ გაცნობიერებულად არასათანადო სასჯელის, გადაწყვეტილების ან სხვა სასამართლო აქტის გამოტანა - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
16.9 (ფედერალური / რეგიონალური) განძრახ ცრუ ბრალდება დანაშაულის ჩადენის შესახებ - 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
16.10 * (ფედერალური) აშკარად ცრუ ჩვენებება მოწმის მხრიდან ან ექსპერტის მხირდან ცრუ დასკვნის წარდგენა - 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
16.11 ** (ფედერალური) მოწმის მოქრთამვა, ყალბი ჩვენების მიცემის მიზნით, ან ექსპერტის მოქრთამვა განზრახ ცრუ დასკვნის გამოსატანად - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
16.12 ** (ფედერალური / რეგიონალური) სასამართლოს განაჩენის, სასამართლოს ბრძანების ან სხვა სასამართლო აქტის, პროკურორის გადაწყვეტილების ან გამოცემული ბრძანებულების შეუსრულებლობა, აგრეთვე მათი აღსრულების ხელის შეშლა - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
16.13 ** (ფედერალური) მტკიცებულებისა დამალვა ან მტკიცებულებათა განადგურება. - 6 წლით ციხეში.
16.14 ** (ფედერალური) გამოძიების, დაკავების და სასამართლო პროცესის, თავიდან აცილება, რაც მიმართულია, რათა თავიდან აიცილოს სისხლის სამართლის ბრალდება ან სხვა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ესენია: დაპატიმრების ორდერის გამოქვეყნების დროს დამალვის მცდელობა, გამოძახება პროკურატურაში ან სამართალდამცავ ორგანოში, გვარისა და პირადობის სხვა მონაცემების შეცვლა, პლასტიკური ქირურგიის გამოყენებით გარეგნობის შეცვლა და ა.შ. - 10 წლიანი პატიმრობა.
დანაშაულები სამთავრობო წესრიგის წინააღმდეგ
17.1 *** (ფედერალური / რეგიონალური) სამართალდამცველზე, სამხედრო მოსამსახურზე, აგრეთვე მათ მათ ნათესავებზე თავდასხმა რომელმაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ან სიცოცხლის მოსპობა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებიდან გამომდინარე ან ასეთი საქმიანობისთვის შურისძიების გამო - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
17.2 * (ფედერალური / რეგიონალური) ხელისუფლების წარმომადგენლის ან მისი ნათესავების მიმართ ძალადობა ან ძალადობის მუქარა რომელიც არ არის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საშიში, მისი მოვალეობის შესრულებიდან გამომდინარე - 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა.
17.3 (რეგიონალური) ხელისუფლების წარმომადგენლის საჯარო შეურაცხყოფა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ან მისი შესრულებიდან გამომდინარე. - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
17.4 ** (ფედერალური) დაურეგისტრირებელი ლიცენზიის და (ან) მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის გაყალბება - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
17.5 ** (ფედერალური / რეგიონალური) კანონით ან სხვა მარეგულირებელი სამართლებრივი აქტით დადგენილი პროცედურის საწინააღმდეგოდ ჩადენილი, ნებისმიერი ქმედება - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

【O】【W】【N】【E】【R】
Reply
});